„ეს ომი მთელ მსოფლიოს ეხება“ – ემანუელ მაკრონი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე  საფრანგეთის  პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ომი მხოლოდ ევროპელების ომი არ არის, ის მთელ მსოფლიოს ეხება.

„ეს არა მხოლოდ ევროპელების ომია, ეს ომი მთელ მსოფლიოს ეხება, რადგანაც აგრესიას არანაირი გამართლება არ აქვს. ეს არის ახალი იმპერიალისტური მიდგომა, რასაც რუსეთის მხრიდან ვხედავთ, რაც გამოიხატება მეზობლის წინააღმდეგ აგრესიაში და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი უპატივცემულობაში. ამ ომის აგრესიის დროს ყველა ტაბუ დაირღვა. გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრმა დაარღვია გაერო-ს ქარტია. ვიხილეთ კრიტიკული მნიშვნელობის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, დანაშაულებები, რომლებიც უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ ჩაიდინეს და ასევე არსებობს ბირთვული საფრთხეც“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი თემები