რომან გოცირიძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აგრძელებენ პარტიიდან გასვლას. ამჯერად მოძრაობა რომან გოცირიძემ დატოვა.

„მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო „ნაციონალური მოძრაობა“. ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე ამოვწურე ჩემი შესაძლებლობები გავაგრძელო პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობა. მინდა წარმატებები ვუსურვო „ნაციონალურ მოძრაობას“ და ყველა მის მხარდამჭერს. მადლობა ყველას მრავალწლიანი თანამშრომლობისათვის, ნდობისათვის და კეთილი ურთიერთობებისათვის“, – აცხადებს გოცირიძე.

 

მსგავსი თემები