„რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია უამრავი სიცოცხლის განადგურება, უნდა ვიჩქაროთ“ – პრეზიდენტი ზელენსკი

„ვიდრე ჩვენ ვცდილობთ, დაგარწმუნოთ, რომ უკრაინას სჭირდება თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავები, კრემლმა უკვე დაარწმუნა ირანის რეჟიმი“ – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიჩქარეა საჭირო.

„რუსეთი ცდილობს, მსოფლიოსთან ვაჭრობით დამატებითი დრო მოიგონ აგრესიისთვის. რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია უამრავი სიცოცხლის განადგურება. სწორედ ამიტომ, უნდა ვიჩქაროთ“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ, რომელმაც უსაფრთხოების კონფერენცია გახსნა, მსოფლიოს გადაწყვეტილებების დაჩქარებისკენ მოუწოდა.

„უნდა დავაჩქაროთ შეთანხმებები, დავაჩქაროთ მიწოდება, დავაჩქაროთ ჩვენი გადაწყვეტილებები, რათა შევზღუდოთ რუსეთის პოტენციალი. დაჩქარების გარდა, ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ეს არის სიჩქარე, რომელზეც დამოკიდებულია სიცოცხლე. გაჭიანურება მუდამ იყო და ახლაც არის შეცდომა. ვიდრე ჩვენ ვთანხმდებით, როგორ გავაძლიეროთ თავდაცვა თანამედროვე ტანკებით, კრემლში ფიქრობენ გზებზე, როგორ მოგუდონ მოლდოვა. ვიდრე ჩვენ ვცდილობთ, დაგარწმუნოთ, რომ უკრაინას სჭირდება თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავები, კრემლმა უკვე დაარწმუნა ირანის რეჟიმი“ – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ კონფერენციაზე.

 

მსგავსი თემები