„თბილისში მიწისძვრის საფრთხე ყველგან თანაბარია“ – სეისმოლოგი „მედიაცენტრ მთავარში“

„თბილისი იმდენად პატარა ტერიტორიაა, მიწისძვრის საფრთხე ყველგან თანაბარია. მნიშვნელოვანია ის, რომ თბილისი საკმაოდ რთული ადგილია და კონკრეტულ მიწისძვრად კონკრეტულ შენობაზე როგორი ზეგავლენა ექნება სწორედ ამისთვისაა საჭირო ლოკალური კვლევები, რომლებიც არ ხდება“ – აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი მედიაცენტრ მთავართან.“

მისი შეფასებით, კლავს უხარისხო მშენებლობებშია და არა მიწისძვრა.

„კონკრეტულმა მიწისძვრამ შესაძლოა ერთ უბანში სხვანაირი რყევა გამოიწვიოს და მეორე უბანში სხვანაირი. გააჩნია, გრუნტი რა მდგომარეობაშია. სამწუხაროდ, თბილისში არის პრაქტიკა, რომ სადღაც უბანში ერთი კვლევაა ჩატარებული და შემდეგ ყველა მშენებლობა იმ ერთ კვლევაზე მიებმევა და მის პარამეტრებს იწყებენ, რაც საკმაოდ რთული პრაქტიკაა“ – აღნიშნა ლაშა სუხიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

კიდევ ერთ პრობლემად სეისმოლოგი უკონტროლობასა და სტანდარტების დაუცველობას ასახელებს.

„საუბარია გრუნტის კვლევაზე, ქანებზე, გრუნტის შემადგენლობაზე, ყველაფერზე ერთად კომპლექსურად, რაც არ სრულდება. ყველა უბანზე, მშენებელი თავად არის ვალდებული, ჩაატაროს ეს კვლევები, თუმცა, იპოვა, რომ სადღაც სამეზობლოში ვიღაცამ ჩაატარა კვლევა, იღებს მას  და აკოპირებს,  რაც არასწორია. პრობლემა ყველა საფეხურზე არსებობს – რეგულაციებიდან დაწყებული, ადგილობრივი თვითმმართველობით და მშენებლით. ყველა მონდომებულია, მარტივად გააკეთონ საქმე“ – აღნიშნა სუხიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.  

 

მსგავსი თემები