„გოლიათის გამარჯვებას შესაძლებლობა რა აქვს“ – ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოები კონფერენციაზე  

გერმანიის ქალაქ მიუნხენში მსოფლიო ლიდერების მონაწილეობით  უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გახსნა. ზელენსკი კონფერენციას დისტანციურად ჩაერთო.

„კონფერენციის ამ ნაწილს „დავითი დნეპროზე“ უკრაინის პატივსაცემად, უკრაინელი ხალხის პატივსაცემად შეურჩიეს, რომელიც არამარტო საკუთარი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს დაცვას ცდილობს გოლიათისგან. დღეს დავითი არის ყველა, ვინც ფიქრობს, რომ უნდა დამარცხდეს გოლიათი, რომელსაც ჩვენი ცხოვრების განადგურება სურს. თითოეულ მოკავშირეს მადლობას ვუხდი დახმარებისთვის. რუსეთი  აუცილებლად დამარცხდება. ჩვენს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. გოლიათს გამარჯვების შანსი არ აქვს, თუმცა სამწუხაროდ აქვს შესაძლებლობა, ბევრი სიცოცხლე შეიწიროს”, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ კონფერენციაზე გამოსვლისას.

მსგავსი თემები