,,ომი უკრაინაში არის იმის ნიმუში, რაც რეალურად საქართველოში შეჭრით დაიწყო”- იენს სტოლტენბერგი

,,გავაგრძელებთ დაახლოებას ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა და ეს არის ერთ-ერთი გზავნილი უკრაინაში ომიდან ერთი წლის თავზე,” – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ომი უკრაინაში არის იმის ნიმუში, რაც რეალურად  საქართველოში შეჭრით დაიწყო.

„ომი უკრაინაში არის იმის ნიმუში, რაც რეალურად დაიწყო საქართველოში შეჭრით, შემდეგ ვნახეთ სასტიკი ომი სირიაში, შემდეგ ვიხილეთ ყირიმის უკანონო ანექსია და ახლა ვხედავთ სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში. გავაგრძელებთ დაახლოებას ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა და ეს არის ერთ-ერთი გზავნილი ომიდან ერთი წლის თავზე“, – განაცხადა სტოლტენბერგამ.

მსგავსი თემები