,,ბოთლში ჩასხმული რძე ჰქონდა, კარგად იყო ჩაცმული”- ბათუმში ნაპოვნი ჩვილის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ბათუმში, ძველ მეჩეთთან მიტოვებული ჩვილის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალშობილი გოგონა დაახლოებით 10 დღის იქნებოდა.

მათივე თქმით, ჩვილს თან ჰქონდა ჩანთა და მასში ჩალაგებული იყო ჩვილის მოვლისთვის საჭირო ნივთები.

,,საღამოს 8-ის 15 წუთზე დამირეკა თანამშრომელმა და მითხრა ბავშვია მოყვანილი შემოსასვლელთან, სადაც აბრაა – მუსლიმთა კავშირი. ვაცნობე მე-3 განყოფილებას, მოვიდნენ და საათ-ნახევარში ბავში წაიყვანეს. ერთ ბოთლში ჩასხმული რძე, კარგად იყო ჩაცმული, არ ჩანდა გაჭირვებული. ქართველს არ ჰგავდა, ამაში დარწმუნებული ვარ”,- ამბობს თვითმხილველი.

მსგავსი თემები