,,ნატო-ს ქვეყნები უცოდველი მზერით ცდილობენ მსოფლიო საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ კონფლიქტის მხარე არ არიან”- ზახაროვა

,,ნატო-ს ქვეყნები უცოდველი მზერით ცდილობენ მსოფლიო საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ კონფლიქტის მხარე არ არიან,”- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„შეერთებული შტატები, ნატო-ს წევრი სახელმწიფოები გულგრილები არიან იმის მიმართ, რომ სამიზნეები არის საცხოვრებელი ზონები, სკოლები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები. ნატო-ს ქვეყნები უცოდველი მზერით ცდილობენ მსოფლიო საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ კონფლიქტის მხარე არ არიან, რაც მთავარია, გაუგებარია რატომ“, – განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, აშშ-ს და ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების მიერ იმის არ აღიარება, რომ უკრაინაში კონფლიქტის მხარეს წარმოადგენენ, ცინიზმი და სიმხდალეა.

„ჩართულობა მაქსიმალურია: მრავალი წლის განმავლობაში პროვოკაციული ქმედებები, ახლა კიევის რეჟიმის პირდაპირი ხელმძღვანელობა, სრული კავშირი – კორუფცია, ფული და იარაღი. მაგრამ რატომღაც, ის ჯერ კიდევ არ არის კონფლიქტის მხარე ეს არის ცინიზმისა და სიმხდალის პიკი“, – აღნიშნა ზახაროვამ.

მსგავსი თემები