უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სავარაუდოდ 200 000-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა ან დაშავდა – ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კერძო სამხედრო კონტრაქტორის ძალების, სავარაუდოდ, 175 000-200 000 წევრი დაიღუპა ან დაშავდა.

უწყების ცნობით, რუსეთის მსხვერპლის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა 2022 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც „ნაწილობრივი მობილიზაცია“გამოცხადდა.

„ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანიის ძალებმა განალაგეს დიდი რაოდენობით მსჯავრდებულ-ახალწვეულები. მათ მიერ განცდილი მსხვერპლის მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 50%-ს აღწევს“, – აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

მსგავსი თემები