კაცს, რომელმაც ცოლი ავტობუსში მოკლა  20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ, როინ მებონიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

მოკლული ქალის დედა უვადო პატიმრობას ითხოვდა.

შეგახსენებთ, მკვლელობა თბილისში 21 მაისს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხდა. ბრალდებულმა მეუღლეს, 27 წლის სოფო კვარაცხელიას სასიკვდილო ჭრილობები მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მიაყენა.

 

მსგავსი თემები