,,დღეს რუსეთს უკრაინაში ბერლინის კედლის აშენება სურს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,დღეს რუსეთს უკრაინაში ბერლინის კედლის აშენება სურს. სურს, ააშენოს კედელი კედელი ჩვენსა და ევროპას შორის იმისთვის, რომ უკრაინა საკუთარი არჩევანისა და საკუთარი მომავლისგან გამოყოს,” – ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა.

მისი თქმით, ისმის ლოგიკური კითხვა – რომელ მხარეს უნდა იყოს კულტურა და ხელოვნება. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კულტურა ასეთ დროს აკეთებს არჩევანს, კულტურა ირჩევს მხარეს, ან ხმამაღლა ლაპარაკობს და სხვადასხვა გზით ებრძვის ბოროტებას, ან უყურებს და დუმს – და, ფაქტობრივად, ეხმარება ბოროტებას.

„ჩნდება ლოგიკური კითხვა – რომელ მხარეს უნდა იდგეს კულტურა და ხელოვნება? შეიძლება თუ არა ხელოვნება პოლიტიკის მიღმა იყოს? კინო პოლიტიკის მიღმა იყოს? კულტურა და კინო შეიძლება იყოს პოლიტიკის მიღმა. მაგრამ არა მაშინ, როცა ეს არის აგრესიის პოლიტიკა. არა მაშინ, როცა ეს არის მასობრივი დანაშაულების, მკვლელობების, ტერორის პოლიტიკა, სხვა ქვეყნების და სხვა ხალხების განადგურების სურვილი, როცა ტოტალური ომის პოლიტიკაა, ანუ დღევანდელი რუსეთის პოლიტიკაა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები