,,აშშ მზადაა საჭიროების შემთხვევაში ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა დაიცვას რუსეთის აგრესიისგან” – ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, შეერთებული შტატების მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, დაიცვას ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი და შეინარჩუნოს თავისი სამხედრო ყოფნა რეგიონში.

„მინდა, დღეს ესტონელ ხალხს გარკვევით ვუთხრა ერთი რამ – შეერთებული შტატები ჩვენი ბალტიისპირელი მოკავშირეების თავისუფლებისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევად გააგრძელებს“, – განაცხადა ოსტინმა ტალინში.

მისივე თქმიტ, აშშ გააგრძელებს  რეგიონში “მუდმივ, როტაციულ” სამხედრო ყოფნას.

ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ ესტონეთში  განლაგებულია HIMARS-ის დამატებითი ოცეული და მოტორიზებული ქვეითი ასეული, რომლებიც ქვეყნის თავდაცვის ძალებთან ერთად ესტონეთისა და ნატო-ს თავსებადობისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ერთობლივ წვრთნებს ატარებენ.

მსგავსი თემები