,,აშშ და „დიდი შვიდეული“ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებენ”- ვიქტორია ნულანდი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის განცხადებით, შეერთებული შტატები და „დიდი შვიდეული“ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფართომასშტაბიანი პაკეტის მომზადებაზე მუშაობენ.

„ვფიქრობ, დაახლოებით 24 თებერვალს, თქვენ იხილავთ სანქციების ახალ დიდ პაკეტს შეერთებული შტატებისგან და“დიდი შვიდეულისგან“. ეს სანქციები გააფართოვებს და გააღრმავებს ადრე დაწესებულ შეზღუდვებს გარკვეულ კატეგორიებში, კერძოდ, შეზღუდავს ტექნოლოგიისა და აღჭურვილობის ნაკადს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიისთვის“, – განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

მისივე  ინფორმაციით, სანქციები შესაძლოა იმ ქვეყნების მიმართაცდაწესდეს, რომლებიც რუსეთის ფედერაციას უკვე დაწესებული სანქციები გვერდის ავლაში ეხმარებიან.

„ვაპირებთ, გავაფართოვოთ ექსპორტის კონტროლი, განსაკუთრებით, ვუმიზნებთ ქვეყნებს, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში. ჩვენ საჯაროდ ვისაუბრეთ ირანზე, ჩრდილოეთ კორეაზე, ჩინეთზე. მაგრამ არის სხვა ქვეყნებიც, რომლებიც გამოიყენება სანქციების გვერდის ავლისთვის“, – განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.

მსგავსი თემები