,,რუსეთის უკრაინაში შეჭრაში არაფერი იყო მოულოდნელი”- იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრაში მოულოდნელი არაფერი იყო.

„დასაძინებლად წავედი, მაგრამ ღამე ძალიან მოკლე იყო. ვიცოდი, რომ რაღაც ეტაპზე, რამდენიმე საათის განმავლობაში ვინმე გამაღვიძებდა. ასეც მოხდა. დაახლოებით 04:00 სააათზე კანცელარიის ხელმძღვანელმა დამირეკა და მითხრა, რომ დაიწყეს. უფრო სწორად, შეჭრა დაიწყო. ამაში არაფერი იყო მოულოდნელი, რადგან ჩვენ ეს ვიცოდით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, რუსეთისა და დასავლეთის წინააღმდეგობა, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დიდ დროს წაიღებს და შესაძლოა, მრავალი წელიც გაგრძელდეს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები