„ყველაფერი უნდა გაკეთდეს გელათის გადასარჩენად“ –  პრესვიტერი გიორგი ზვიადაძე

გელათის საკითხთან დაკავშირებით ჩანიშნული შეხვედრა, რომელიც ხვალ უნდა გამართულიყო გადადო. შეხვედრა 17 თებერვლის ნაცვლად, 24 თებერვალს ჩაინიშნა.

როგორც პრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე აცხადებს,  დაუშვებელია გელათის საკითხზე კომპრომისი.

„დაუშვებელი და წარმოუდგენელია, რომ გელათის გადასარჩენად ყველაფერი არ გაკეთდეს. მაგრამ, როცა ამას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ, ამაში ეკლესიას მონაწილეობის მიღება არ შეუძლია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს გელათის გადასარჩენად“ – აცხადებს  პრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

დეკანოზ გურამ ჭარელაშვილის თქმით კი შეხვედრა იმიტომ გადაიდო, რომ უფრო საფუძვლიანად შეისწავლონ საკითხი.

„შეხვედრა გადაიდო და ხვალ არ გაიმართება. ჯგუფი შეთანხმდა, რომ მასალები საფუძვლიანად და სრულად წარვადგინოთ და საკითხი სრულყოფილად განვიხილოთ. საკმოდ ინტენსიური კომუნიკაცია არსებობს სახელმწიფოს ფართო შტოსთან, მათ შორის პრეზიდენტთან, პრემიერთად და ჩვენი მხრიდან შეუთანხმებლობას ადგილი არ აქვს“ – აცხადებს დეკანოზი.

მსგავსი თემები