ბულგარული გამოფენა „წერილების სინათლე“გაიხსნა

ბულგარეთში 24 მაისს, განათლების, კულტურისა და სლავური დამწერლობის ეროვნულ დღესასწაულს ზეიმობენ. ამ დღესთან დაკავშირებით ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ბულგარული გამოფენა – „წერილების სინათლე“ გაიხსნა. ექსპოზიცია ელენე და ივანე დუიჩევების ფონდმა შექმნა, რომელმაც აშშ, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი, ფინეთი, საბერძნეთი, კვიპროსი და სხვა ქვეყნებში მოიარა.

ექსპოზიცია IX-XVIII საუკუნეების ყველაზე ღირებულ ბულგარულ შუა საუკუნოვან ხელნაწერებს მოიცავს. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოში ბულგარეთის საელჩო, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტთან ერთად.

ღონისძიება ბულგარეთის ელჩმა დესისლავა ივანოვამ გახსნა და მას პოლონეთის, ირანის, აშშ – ის ელჩები და საქართველოში დიპლომატიური კორპუსების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც ბულგარეთის ელჩმა აღნიშნა, ევროსაბჭოში ინტეგრაციის შემდეგ, ბულგარეთში კირილიცა მესამე ოფიციალური ანბანი გახდა.

მისივე განცხადებით, ყოველი წლის 24 მაისს, ბულგარეთი სლავური დამწერლობისა და კულტურის დღეს აღნიშნავს, რომელიც დაკავშირებულია წმინდა მოციქულების – ძმები კირილე და მეფოდის სახელებთან. ისინი იყვნენ სლავური განმანათებლები, სლავური ანბანის შემქმნელები, ბერძნული ენიდან სლავურ ენაზე ბიბლიური წიგნების პირველი მთარგმნელები. ანბანს  ერთ – ერთი ძმის სახელი მიენიჭა და სწორედ ამიტომ მას ჰქვია „კირილიცა“.

მსგავსი თემები