,,შევხვდებით ორი აგრესორი და მშვიდობისმყოფელი პრეზიდენტი”- ლუკაშენკო ბაიდენს მინსკში ეპატიჟება

ალექსანდრ ლუკაშენკო ჯო ბაიდენს ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად მინსკში ეპატიჟება. ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტს გარანტიას აძლევს, რომ პუტინი ჩავა და ყველა პრობლემას მოაგვარებენ.

„რატომ მიემგზავრება ბაიდენი მაინცდამაინც პოლონეთში? თუმცა ჩვენ ეს არ გვაღელვებს. სურვილი თუ აქვს, გადაეცით, ჩვენ მზად ვართ, მინსკში მივიღოთ და სერიოზულად ველაპარაკოთ, თუ მას სურს მშვიდობა უკრაინაში. პუტინიც კი ჩამოფრინდება მინსკში და შევხვდებით ორი აგრესორი და მშვიდობისმყოფელი პრეზიდენტი. რატომაც არა?

ომის დასრულება თუ სურს, მაშინ ბაიდენი პოლონეთიდან აქ ჩამოვიდეს. მე თვითმფრინავს გავუგზავნი, თუ საჭიროა,  „ბოინგს“ და ვუმასპინძლებთ. გარანტიას გაძლევთ, რომ პუტინი ჩამოვა, დავსხდებით და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მსგავსი თემები