2022 წელს, 10 თვეში ქართულ ბანკებში რუსეთის 109 955 მოქალაქემ გახსნა საბანკო ანგარიში

2022 წელს, 10 თვეში საქართველოს კომერციულ ბანკებში რუსეთის ფედერაციის 109 955 მოქალაქემ გახსნა საბანკო ანგარიში. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკის მიერ დეპუტატ პაატა მანჯგალაძისთვის  გაგზავნილ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში  საქართველოს კომერციულ ბანკებში რუსეთის ფედერაციის რეზიდენტმა ფიზიკურმა პირებმა 109 949 ანგარიში გახსნეს. ხოლო იურიდიულმა პირებმა – 6 ანგარიში.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მეტი საბანკო ანგარიში რუსეთის ფედერაციის რეზიდენტმა ფიზიკურმა პირებმა ოქტომბრის თვეში გახსნეს. ანგარიშების რაოდენობა 27 784-ს შეადგენს. ყველაზე ცოტა კი აგვისტოში 6409.

„გასათვალისწინებელია, რომ შესაძლოა, კონკრეტულ პირს გახსნილი ჰქონდეს ერთზე მეტი ანგარიში სხვადასხვა ბანკში და ცხრილში ასახული პირთა ჯამური რაოდენობა მოიცავდეს დუბლირებულ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ მონაცემებს გაწვდით კონსოლიდირებული სახით, ბანკების მიხედვით დეტალიზაციის გარეშე, გამომდინარე კონფიდენციალობის პრინციპიდან,“ – ნათქვამია სებ-ის მიერ დეპუტატისთვის გაგზავნილ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები