„თუ ასე გაგრძელდა, ეს ადამიანი აუცილებლად მოკვდება ციხეში“ – მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და თუ ასე გაგრძელდა, ეს ადამიანი ციხეში მოკვდება.

„ოდნავ მაინც ეჭვი რომ შემეპაროს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავითდაზიანებას ეწევა, არავითარ შემთხვევაში ზიარებას არ მივცემ, რადაგანც ეს არის სასიკვდილო ცოდვა, ეს არის თვითმკვლელობის ნაირსახეობა. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ თითქოს ის განძრახ აკეთებს ამას, მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ მე რომ ოდნავ შემეპაროს ამაში ეჭვი, არაითარ შემთხვევაში ზიარების უფლებას არ მივცემ. ჩვენ ბევრჯერ გვქონია ამ თემაზე საუბარი და არაერთხელ გადამიმოწმებია სხვადახვა სახის კითხვებით.

ასევე, მე არ ვსაუბრობ პოლიტიკურ ასპექტებზე და სასამართლოზე. მე ვსაუბრობ, რომ ეს განაჩენი არ არის სასიკვდილო შინაარსის, მისთვის უვადო პატიმრობა არ მიუსჯია არავის. დინამიკა, რასაც მე ვაკვირდები, არის სასიკვდილო. თუ მე მას კიდევ და კიდევ უარესად ვნახავ, ეს ადამიანი მოკვდება აუცილებლად ციხეში“ – აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

მსგავსი თემები