იენს სტოლტენბერგი თურქეთში ჩადის  

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავა. ინფორმაცია ალიანსი ავრცელებს.

ალიანსის ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი თურქეთს დღეს ესტუმრება. ის ქვეყნის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. ასევე, ოფიციალური შეხვედრა გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან.

ნატოს გენერალური მდივანი მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებსაც ესტუმრება და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდება.

მსგავსი თემები