ევროპარლამენტის სხდომა განახლდა – დეპუტატებმა სააკაშვილის საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ

ევროპარლამენტის სხდომა ამ წუთებში განახლდა. ევროდეპუტატებმა კენჭი უნდა უყაროს მიხეილ სააკაშვილის საკითხს, კერძოდ მის უცხოეთში გადაყვანას.  შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის სხდომა 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა, სხდომათა დარბაზში დაკავებული თურქი პოლიტიკოსის – აბდულა ოჯალანის მომხრეების შეჭრის გამო, სხდომა გადაიდო.

სხდომა უკვე დაიწყო, რომელიც რობერტა მეცოლამ გახსნა და დაცვას მადლობა გადაუხადა სწრაფი რეაგირებისა და დეპუტატების ევაკუაციისთვის.  მიხეილ სააკაშვილის საკითხი კი დღის წესრიგში მეშვიდე საკითხია.

მსგავსი თემები