,,ჩემი ძმა იმის აჩრდილია, რაც წარმოუდგენია ხალხს”- გიორგი სააკაშვილი

,,კმარა, ჩვენი ოჯახის შეურაცხყოფა და “ღლიცინი” მართლაც ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე! ,”-  ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ძმა, გიორგი სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ”იმის აჩრდილია, რაც წარმოუდგენია ხალხს.”

„რით არ დაიღალეთ იმის ძახილით, მიშა კარგად არის და თურმე, თავისუფლად გადაადგილდება „ვივამედის“ პალატაში და სიმულაციას აქვს ადგილი. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ და გავუსვამ ხაზს, ჩემი ძმა იმის აჩრდილია, რაც წარმოუდგენია ხალხს. კმარა, ჩვენი ოჯახის შეურაცხყოფა და “ღლიცინი” მართლაც ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე! შეიძლება არ იყო მიშას მხარდამჭერი, მაგრამ ხელს აწერდე მის სიკვდილს, არის ამაზრზენი! მე მჯერა, მსოფლიო მხარდაჭერა იქნება უფრო მკაფიო და ერთად გადავარჩენთ, ყველა ერთად, ამაში დარწმუნებული ვარ!,”- წერს გიორგი სააკაშვილი.

მსგავსი თემები