,,ლეიბორისტული პარტია” ითხოვდა ამერიკის ელჩის შეცვლას, მადლობა ბაიდენს”- შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი ჯო ბაიდენს მადლობას უხდის კელი დეგნანის გაწვევისთვის . მისი თქმით, “ლეიბორისტული პარტია” ითხოვდა ამერიკის ელჩის შეცვლას.

,,როგორც იცით, “ლეიბორისტული პარტია” ითხოვდა ამერიკის ელჩის შეცვლას. ელჩი ვადამდეა გაწვეული. დიდი მადლობა ბაიდენს, რომელმაც მიიღო ეს ვერდიქტი. იმედია, ახალი ელჩი ვინც ჩამოვა, იქნება ამერიკა-საქართველოს ინტერესთა დამცველი და არა კონკრეტული ოლიგარქის ინტერესების გამტარებელი”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მსგავსი თემები