„არანაირ გადაბარებაზე საუბარი არ ყოფილა, ეს არის სისულელე“ – მეუფე იაკობი

წმინდა სინოდის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი მეუფე იაკობმაც გააკეთა. ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა საუბარი პატრიარქის უფლებამოსილების გადაბარებაზე, მეუფემ აღნიშნა, რომ ეს სისულელეა.

„ძირითადი საკითხები არც იყო ყველფერი გავიარეთ. მაგალითად, უკრაინის მძიმე ომი რაც დაიწყო, სინოდი არ შეკრებილა. ჩვენ თანადგომა გამოვუცხადეთ უკრაინას და გვინდა, რომ ომი დასრულდეს სწრაფად და ისე, რომ სამართლიანობა არ დაიკარგოს. ასევე გავიზიარეთ თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგები, თურქეთის ხელისუფლებას და მსოფლიო პატრიარქს მივუსამძიმრეთ. ასევე, სირიის ტერიტორიაზეც მოხდა მიწისძვრა  და მივუსამძიმრეთ ანტიოქიის პატრიარქს. სირია იცით ჩვენს მიმართ როგორცაა განწყობილი, აფხაზეთი აღიარა და ამიტომ, ჩვენი ეკლესია იქ დგას სადაც საქართველო და ქართველი ხალხია“ – აღნიშნა მეუფემ.

მისივე თქმით, სინოდი დაიწყო მაშინ, როცა უნდა დაწყებულიყო და არანაირ გადაბარებაზე საუბარი არ ყოფილა და ეს სისულელეა.

მსგავსი თემები