„ვერ მოესწრება ვერავინ ამას, ვერასოდეს“ – მეუფე პატრიარქის უფლებამოსილების გადაბარებაზე

წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, საპატრიარქოდან გამოსულმა მეუფე ნიკოლოზმა მედიის კითხვებს უპასუხა. კითხვაზე, რომელიც პატრიარქის უფლებამოსილების შესაძლო გადაბარებას შეეხებოდა, მეუფემ უპასუხა რომ ამას ვერავინ მოესწრება.

„თქვენ მე მაიძულებთ, რომ ცუდი რაღაც ვთქვა და ახლა ვიტყვი – ვერ მოესწრება ვერავინ ამას, ვერასოდეს. არასოდეს არ დადგება დღის წესრიგში ეგ საკითხი და აზრადაც არ მოსვლია ვინმეს თავში, რომ რაღაცა მსგავსი ეთქვა. ვერავინ მოესწრება! პატრიარქი დიდხანს იქნება და ჩვენ პატრიარქის 50 წლის იუბილეს ერთად აღვნიშნავთ. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ.

მსგავსი თემები