,,ბრძოლა უფრო ინტენსიური ხდება, უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერაც მეტად ინტენსიური უნდა გახდეს”- გერმანიის თავდაცვის მინისტრი

,,ხედავთ, რომ ბრძოლა უფრო ინტენსიური ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერაც მეტად ინტენსიური უნდა გახდეს,” – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე განაცხადა.

მისივე თქმით,  უკრაინის მთავრობამ „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები მოითხოვა.

„სიმართლეა, რომ უკრაინის მთავრობამ მოითხოვა „ეფ 16“-ები, ამას სერიოზულად ვეკიდებით და საკითხს აუცილებლად განვიხილავთ პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, ეს კომპლექსური შეიარაღების სისტემაა და ამასთან დაკავშირებით საჭიროა დებატები პარტნიორებთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. უნდა ვიმსჯელოთ მიზანშეწონილობაზე“, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა.

მსგავსი თემები