,,მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინონ თანაგრძნობა ძალიან ცუდად მყოფი ადამიანის მიმართ” – სობჩაკი სააკაშვილზე

,,მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებასა და სასამართლო უწყებას, გამოიჩინონ თანაგრძნობა ძალიან ცუდად მყოფი ადამიანის მიმართ”,- ამის შესახებ რუსი ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი ტელეგრამზე წერს.

ამავდროულად სობჩაკი მიხეილ სააკაშვილის ორ ვიდეოს ავრცელებს, პირველი ვიდეო კლინიკა “ვივამედში” გადაღებული კადრებია, ხოლო მეორე – მისი ინტერვიუ ბუბა კიკაბიძესთან, რომელშიც კიკაბიძე ყვება, როგორ სთხოვა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მისი მეგობრის, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა:

,,ამავე დროს, ერთი კვირის წინ, თბილისის სასამართლომ არ დაიჯერა, რომ სააკაშვილი ცუდად იყო და გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე უარი უთხრა.

როგორც ჩანს, ახლა არის ის დრო, როცა ადამიანებმა ირგვლივ უპრეცედენტო სისასტიკის დანახვისას, საკუთარ თავში კეთილშობილება და წყალობა იპოვონ. მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებასა და სასამართლო უწყებას, გამოიჩინონ თანაგრძნობა ძალიან ცუდად მყოფი ადამიანის მიმართ”, – წერს ქსენია სობჩაკი.

მსგავსი თემები