,,ცდილობენ ისეთი რეზოლუცია დააინიცირონ, სადაც ეწერება, რომ სააკაშვილი ვერ გადაადგილდება და აგერ კადრი ვრცელდება, რომ გადაადგილდება”- სარჯველაძე

,,ცდილობენ ისეთი რეზოლუცია დააინიცირონ, სადაც ეწერება, რომ ადამიანი ვერ გადაადგილდება და აგერ კადრი ვრცელდება, რომ გადაადგილდება,” – ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტის 15 თებერვალს დაგეგმილ კენჭისყრას.

მისი თქმით, ეს არის მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით ნაკვები გადაწყვეტილებები და რეზოლუციები.

„ჩვენც ხომ გვაქვს თავმოყვარეობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ შეგვიძლია დასკვნები გავაკეთოთ, ე.ი. იღებს მთელი ევროპარლამენტი დოკუმენტს, რომელშიც წერია, რომ სიკვდილის პირას არის მისული სააკაშვილიო და აგერ ხედავთ კადრებს, რომელშიც ჩანს, რომ ეს არ არის სწორი. ეს არის მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით ნაკვები გადაწყვეტილებები და რეზოლუციები. როცა ლაპარაკობთ სანქციაზე, სანქცია არის სამართალდარღვევაზე პასუხი, ამიხსენით მაშინ, რა არის სამართალდარღვევა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. როცა სამართალდარღვევა არ არსებობს და ცდილობ სანქციებით გაუმკლავდე, ეს ნიშნავს, რომ გაქვს პოლიტიკური ანტიპათია და არა ის, რომ სამართალდარღვევაზე რეაგირებ, ეს მანკიერი პრაქტიკაა. ცდილობენ ისეთი რეზოლუცია დააინიცირონ, სადაც ეწერება, რომ ადამიანი ვერ გადაადგილდება და აგერ კადრი ვრცელდება, რომ გადაადგილდება”, – განაცხადა სარჯველაძემ.

მსგავსი თემები