,,ნანგრევებში მოყვება ყველა ის რუსი ქართველი, ვინც ცდილობს, იყოს პუტინისტი და გააპრავოს რუსეთის რეჟიმი”- ლევან ხაბეიშვილი

,,რუსეთი, ბოროტება და მკვლელი პუტინი დამარცხდება და ამ ნანგრევებში მოყვება ყველა ის რუსი ქართველი, ვინც ცდილობს, იყოს პუტინისტი და გააპრავოს რუსეთის რეჟიმი,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილმა ხაშურის მერიის წინ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშა, რომ მიხელ სააკაშვილის გათავისუფლების შედეგი აუცილებლად დადგება.

,,მე არ ვიპირებ, შეგკრიბოთ და დაგშალოთ. საბოლოო ჯამში ჩვენ ორიენტირებულნი ვართ შედეგზე და ეს შედეგი დადგება.  ჩვენ მშვიდობიანად ვაფრთხილებთ ყველა თვითმმართველობას, ყველა კორუმპირებულ მერს, ყველა კორუმპირებულ ჩინოვნიკს, ყველა კრიმინალს, ვინც ძარცვავს ჩვენს ხალხს, ვინც თქვენსა და ევროკავშირს შორისაა გაჩხერილი, ვინც რუსობს, ღალატობს და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ისტორია არ არის ღალატზე, არაკაცობაზე, ძმისთვის დანის ჩარტყმაზე, საქართველოს ისტორია არ არის იმაზე, რომ ჩვენ ჩვენს მოძმე უკრაინას ვუღალატოთ და ვიღაცეების გვიყვებოდნენ ტელევიზორიდან, რომ თურმე რუსეთი იგებს ომს. ამ ომს მოიგებს სიკეთე, ცივლიზებული სამყარო. რუსეთი, ბოროტება და მკვლელი პუტინი დამარცხდება და ამ ნანგრევებში მოყვება ყველა ის რუსი ქართველი, ვინც ცდილობს, იყოს პუტინისტი და გააპრავოს რუსეთის რეჟიმი. თითეული თქვენგანი, ვინც არ იღლებით, მოდიხართ, იბრძვით, ვინც იცით, რომ ბოლომდე იბრძოლებთ, ხართ გმირები”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები