რუსი სამხედროების ქვრივებს ნაჩუქარი ქურქები ვიდეოს გადაღების შემდეგ ჩამოართვეს – მედია

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ დონეცკში დაღუპული სამხედროების ქვრივებს მოსკოვიდან ”საჩუქრად” ქურქები გაუგზავნეს.

ქურქების გადაცემის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალა თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „თავდაცვის სამინისტროსთან“ ასოცირებულმა პირმა გაავრცელა, რომელიც ასევე იბრძოდა დონბასის რეგიონში.

მედია ახლა ავრცელებს ინფორმაციას, რომ  უკრაინის წინააღმდეგ დაღუპულ მებრძოლთა ქვრივებს ვიდეოს გადაღების შემდეგ ქურქები ჩამოართვეს. როგორც გამოცემა წერს, ვიდეოზე ასახული ქალებიდან ზოგიერთი ქვრივი საერთოდ არ იყო და ”როლს” ასრულდებნენ.

მსგავსი თემები