„რუსეთი არ წარმოადგენს საფრთხეს მოლდოვის უსაფრთხოებისთვის“- რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებას ეხმაურება. საგარეო უწყების განცხადებით, „რუსეთი არ წარმოადგენს საფრთხეს მოლდოვის უსაფრთხოებისთვის“.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, „დასავლეთის ქვეყნებისა და უკრაინისგან განსახვავებით, რუსეთი არ ერევა სხვა ქვეყნის საქმეში“.

„ეს განცხადებები აგებულია იმ სულისკვეთებით, რომელსაც ხშირად იყენებენ შეერთებული შტატები და სხვა დასავლური ქვეყნები, ასევე უკრაინა – ჯერ ვითომდა საიდუმლო სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით დადანაშაულება, რომლის გადამოწმებაც შეუძლებელია და შემდეგ საკუთარი უკანონო ქმედებების გასამართლებლად მისი გამოყენება“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კიევმა გადმოგვცა კრემლის გეგმა, რომლის მიზანიც მოლდოვაში სახელმწიფოს გადატრიალებაა – მაია სანდუ

მსგავსი თემები