,,ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა და პუტინი მშვიდობისთვის მზად არ არის”- იენს სტოლტენბერგი

,,უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა და პრეზიდენტი პუტინი მშვიდობისთვის მზად არ არის,”- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ახალ შეტევას ამზადებს.

,,უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა და პრეზიდენტი პუტინი მშვიდობისთვის მზად არ არის. ნაცვლად ამისა, ის ახალ შეტევას ამზადებს. ამიტომ, ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას ყველაფერი, რაც მას გამარჯვებისთვის სჭირდება. ძირითადმა შესაძლებლობებმა, როგორიცაა საბრძოლო მასალა და სათადარიგო ნაწილები, უნდა მიაღწიოს უკრაინას მანამ, სანამ რუსეთი ბრძოლის ველზე ინიციატივის ხელში ჩაგდებას შეძლებს. სისწრაფე გადაარჩენს სიცოცხლეს. თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ასევე განვიხილავთ, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი პრაქტიკული მხარდაჭერა ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის მიმართ, რომლებიც ნატოს ღირებული პარტნიორები არიან და რუსეთის მხრიდან საფრთხის წინაშე დგანან,”- განაცხადა სტოლტენბერგმა.

ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს.

მსგავსი თემები