,,რუსები კოლექტიურად არიან პასუხისმგებლები უკრაინაში ომისთვის, კულტურა და სპორტი არ არის პოლიტიკისგან განცალკევებული”- პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსები კოლექტიურად არიან პასუხისმგებლები უკრაინაში ომისთვის. მისი თქმით, არც კულტურა და არც სპორტი არ არის პოლიტიკისგან განცალკევებული.

,,რუსები კოლექტიურად არიან პასუხისმგებლები უკრაინაში ომისთვის. არც კულტურა და არც სპორტი არ არის პოლიტიკისგან განცალკევებული. შენ არ შეგიძლია კლავდე ერთ ხელით და მიკროფონი გეჭიროს მეორით. სანამ ომი არ დასრულდება რუსეთის ფედერაციის კაპიტულაციით და რეპარაციით, რუსებს არ უნდა ჰქონდეთ წვდომა საერთაშორისო პლატფორმებზე”,- წერს პოდოლიაკი.

მსგავსი თემები