„20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერეის უკანა ეზოში“ – პრეზიდენტი მხატვარს სოლიდარობას უცხადებს

სალომე ზურაბიშვილი მხატვარ სანდრო სულაბერიძეს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ ის, რაც გალერეის ეზოში ხდება, სხვა ეპოქას გვახსენებს.

„20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერეის უკანა ეზოში. მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს???? ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს !”- წერს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ  ეროვნულ გალერეასთან, მხატვრის, სანდრო სულაბერიძის მიერ საკუთარი ნახატის ჩამოხსნისა და მის ნაცვლად კედელზე წარწერის დატოვების გამო, გამოძიების დაწყების გასაპროტესტებლად ხელოვანები გალერეასთან შეიკრიბნენ. მათ ხელმოწერებიც შეაგროვეს და კულტურის მინისტრის -თეა წულუკიანია გადადგომა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეებმა „პულივიზატორით“ წარწერის გაკეთებაც სცადეს, თუმცა, ადგილზე ობილიზებულმა პოლიციამ მათ აღნიშნულის საშუალება არ მისცა.

რაც შეეხება აბავს, შემდეგია: ეროვნულ გალერეაში მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე წარწერა დატოვა: „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.

აღნიშნულთან დაკავშირებით,  საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

მსგავსი თემები