უცნობმა ადამიანმა მიწისძვრით დაზარალებული თურქეთის დასახმარებლად 30 მილიონი გაიღო

პაკისტანელმა მოქალაქემ, რომლის ვინაობაც უცნობია, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, დაზარალებულთა დასახმარებლად 30 მილიონი დოლარი გაიღო. მამაკაცი ამერიკის შეერთებულ შტატებში თურქეთის საელჩოში გამოცხადდა და დონაცია განახორციელა. მისი ვინაობა ინკოგნიტოა.

ინფორმაციას პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ავრცელებს.

„გაოცებული ვარ უცნობი პაკისტანელის მაგალითით, რომელიც ამერიკაში თურქეთის საელჩოში მივიდა და 30 მილიონი დოლარის დონაცია განახორციელა“, – აცხადებს პრემიერი.

 

მსგავსი თემები