„საქართველო აგრძელებს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობას“ – მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი მიხაილო პოდოლიაკი უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც პოდოლიაკი აცხადებს, საქართველო აგრძელებს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობას.

“რუსული (საბჭოთა კავშირი 2) ბანაკი ასეთი მიმზიდველია? მნიშვნელოვანია „სასიკვდილო საჩუქრის“ მიცემა პუტინისთვის, რომელიც მაინც წააგებს? თუ ისეთი ქვეყნის რეპუტაციის ქონა, რომ ჰქონდეს, რომელმაც პრეზიდენტი აწამა. საქართველო აგრძელებს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობას. უდავოა, რომ ეს აუქმებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივებს?” – აცხადებს პოდოლიაკი.

 

მსგავსი თემები