ერკან პეტეკაიას ნათესავები ნანგრევებში მოყვნენ, მსახიობი დახმარებას ითხოვს

ცნობილ თურქ მსახიობს დამანგრეველმა მიწისძვრამ ოჯახის წევრები წაართვა. ერკან პეტეკაია დახმარებას და შველას ითხოვს. ის ყველას სთხოვს, ოჯახის წევრებისა და დაკარგული ნათესავების მოძებნაში დაეხმარონ. მისი ინფორმაციით, ნანგრევებში მოყვნენ მისი მეუღლის ახლო ნათესავები და მათი მოძიება  დრომდე ვერ ხერხდება.

შეგახსენებთ, რომ მიწისძვრამ თურქეთში 3 000-მდე შენობა დაანგრია. დაღუპულთა რაოდენობა 28 000-მდე გაიზარდა.

მსგავსი თემები