„ლისის ფერდობი მეწყერული ზონაა და მიწისძვრის გარეშეც საფრთხის შემცველია“ – სეისმოლოგი

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, რომელმაც ათასობით ადამიანი იმსხვერპლა და შენობები მიწასთან გაასწორა, საკითხი საქართველოშიც გააქტიურდა. სეისმოლოგები აქტიურად საუბრობენ პრობლემებზე, თუმცა, საკითხი ყურადღებას მხოლოდ მაში იქცევს, როცა მიწისძვრა მოხდება.

როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა მედიაცენტრ მთავარს განუცხადა, მოსახლეობა თავად უნდა აკონტროლებდეს, სად ყიდულობს და რას ყიდულობს, ტავად უნდა ითხოვდეს და აკონტროლებდეს როგორც ხარისხს, ისე ჩატარებულ კვლევებს.

„მოსახლეობამაც უნდა აკონტროლოს სად ყიდულობს და რას ყიდულობს. როგორ არის შენობა დაპროექტებული, როგორ არის გათვლილი, გრუნტი როგორ არის შესწავლილი. ვიცით რომ ცუდად შენდება შენობები, არადა,  საძირკვლიდან იწყება ყველაფერი, მშენებლობის ადგილიც კარგად უნდა იყოს შესწალილი“ – აღნიშნა სეისმოლოგმა მედიაცენტრ მთავართან“.

კითხვაზე, არაერთხელ გაკეთებულა აქცენტი  ლისის ფერდობზე და ფაქტიც არაერთხელ დამდგარა, რომ ფერდობი ჩამოიშალა, თუმცა, იქ ისევ მშენებლობების ბუმია. სად არს პრობლემა, სეისმოლოგის პასუხი შემდეგია:  „არის რუკები, სადაც მონიშნულია მსგავსი წერილები მათ შორის ლისის ფერდობიც, რომ ეს მეწყერული ზონაა და მიწისძვრის გარეშეც საფრთხის შემცველია. თუმცა, ნიადაგი კარგად რომ შეისწავლონ მას დიდი ხარჯო სჭირდება. თქვენ რომ ბრძანეთ ლისის ტბის მიდამოები, ეს რუკა მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომია და შეუძლიათ ნახონ, იქ რომ შენობებს ყიდულობენ, ეს გარკვეულად რისკს შეიცავს, უნდა დაიტერესედნენ რამდენად კარგად არის აშენებული, ნახონ გეოლოგიური დასკვნები და სხვა“ – განაცხადა ზურაბ ჯავახიშვილმა მედიაცენტ მთვართან“.

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი თემები