თურქეთში, დანგრეული შენობების ხარისხთან დაკავშირებით 12 მშენებელი დააკავეს

თურქეთში, მიწისძვრის ზონაში 6 000-მდე შენობა დაინგრა, დაღუპულთა რაოდენობა კი 25 000-ზე მეტია. დანგრეულ შენობებს შორისაა ახალი კორპუსებიც. შენობების უსაფრთხოების სტანდარტების დაღვევების გამო, თურქეთში სულ 12 ადამიანი დააკავეს.

გამოძიება დაწყებულია სხვადასხვა მიმართულებით. ერთ-ერთი მშენებელი კი აეროპორტში დააკავეს, როცა ის ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა.

მსგავსი თემები