თურქეთში, ნანგრევებში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე იპოვეს

თურქეთსა და სირიაში, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ცოცხლად პოვნის შესაძლებლობა უკვე არ არსებობს. სამაშველო ჯგუფებმა, მიწისძვრის ზონაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის ცხედარს მიაგნეს.

ცხედარი ქალაქ გაზიანტებში, მიწისძვრის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ამოიყვანეს. დაღუპულის ვინაობა ამ ეტაპზე არ სახელდება.

ამ ეტაპისთვის, თურქეთში სულ საქართველოს 5 მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი.

 

მსგავსი თემები