მიწისძვრის შედეგად დაღუპული ათასობით ადამიანისთვის საერთო სამარხებს თხრიან

თურქეთსა და სირიაში, მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობა, ამ ეტაპზე, 24 000-ზე მეტია. ნანგრევებში ადამიანებს ისევ ეძებენ. მსხვერპლთა რაოდენობა საათობრივად იზრდება.

დაღუპულებისთვის თურქეთში საერთო სამარხების გათხრა დაიწყეს. ვინაიდან სასაფლაოებზე ადგილები არ არის, რამდენიმე იმამმა ქალაქში საერთო სასაფლაოების გახსნის შესახებ განაცხადა.

„ხალხის 40%, ვინც ამ შენობებში ცხოვრობდა, შესაძლოა, გარდაცვლილი იყოს. ორშაბათიდან დამარხული ცხედრების თვლა შევწყვიტე. სასაფლაო გავაფართოვეთ. ნანგრევების ქვეშ ხალხი ჯერ კიდევ რჩება. გამოყვანის შემდეგ მათაც დავმარხავთ. მოქალაქეების დახმარებით ცხედრებს გვიან ღამითაც ვმარხავთ”, – აცხადებს ერთ-ერთი იმამი.

 

მსგავსი თემები