რუსეთმა უკრაინა ისევ დაბომბა – არის მსხვერპლი

უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ დაბომბვას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის სუმის ოლქში რუსმა სამხედროებმა სხვადასხვა სახის შეიარაღებიდან ცეცხლი 125-ჯერ გახსნეს.

რუსეთმა შეტევა განახორციელა ხარკოვის რეგიონზეც. ქალაქ ხარკოვში რამდენიმე აფეთქება მოხდა. რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის არმიისა და დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ ერთი სარაკეტო და 16 საავიაციო შეტევა განახორციელა.

მსგავსი თემები