,,ორ წელიწადში შევქმენით იმაზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი, ვიდრე რომელიმე პრეზიდენტმა შექმნა ოთხი წლის განმავლობაში”- ჯო ბაიდენი

,,ჩვენ შევქმენით 12 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი, ორ წელიწადში იმაზე მეტი სამუშაო ადგილი, ვიდრე რომელიმე პრეზიდენტმა შექმნა ოთხი წლის განმავლობაში,” – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესში სიტყვით მიმართვისას განაცხადა.

ჯო ბაიდენის თქმით, ორი წლის წინ „კოვიდმა“ დახურა ბიზნესები, სკოლები და ქვეყანა გაძარცვა, თუმცა დღეს „კოვიდ-19“ ამერიკელების ცხოვრებას ვეღარ აკონტროლებს.

„ჩვენ ერთად გავაკეთეთ ის, რასაც ამერიკა ყოველთვის აკეთებს. ჩვენ ვლიდერობთ. ჩვენ გავაერთიანეთ ნატო და შევქმენით გლობალური კოალიცია. ჩვენ წინ აღვუდექით პუტინის აგრესიას. ჩვენ უკრაინელ ხალხთან ერთად ვიდექით. დღეს საღამოს ჩვენ კიდევ ერთხელ შემოგვიერთდა უკრაინის ელჩი შეერთებულ შტატებში. ის წარმოადგენს არა მხოლოდ თავის ერს, არამედ თავისი ხალხის სიმამაცეს. სანამ თანამდებობაზე მოვიდოდი, ამბავი იმაზე იყო, თუ როგორ აძლიერებდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა თავის ძალას და ამერიკა მარცხდებოდა მსოფლიოში. უკვე აღარ. მკაფიოდ განვაცხადეთ და ჩემს პირად საუბრებში, რომლებიც ბევრჯერ იყო ჩინეთის პრეზიდენტთან, განვაცხადე, რომ ჩვენ ვეძებთ კონკურენციას და არა კონფლიქტს. მაგრამ ბოდიშს არ მოვიხდი, რომ ჩვენ ინვესტიციას ვახორციელებთ ამერიკის გაძლიერების მიზნით. ინვესტიცია ამერიკულ ინოვაციებსა და ინდუსტრიებში, რომელიც განსაზღვრავს მომავალს, რომელზეც ჩინეთი აპირებს დომინირებას. ინვესტირება ჩვენს ალიანსებში და მუშაობა ჩვენს მოკავშირეებთან, რათა დავიცვათ მოწინავე ტექნოლოგიები, რათა ისინი არ იქნას გამოყენებული ჩვენს წინააღმდეგ. ვახდენთ ჩვენი არმიის მოდერნიზებას სტაბილურობის დასაცავად აგრესიის შეკავების მიზნით. დღეს ჩვენ ვართ ყველაზე ძლიერ პოზიციებზე ათწლეულების განმავლობაში, რათა კონკურენცია გავუწიოთ ჩინეთს ან ნებისმიერ სხვას მსოფლიოში, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. მე მზად ვარ, ვიმუშაო ჩინეთთან, სადაც ჩვენ შეგვიძლია, გავაძლიეროთ ამერიკის ინტერესები და სარგებელი მივიღოთ. მაგრამ არ შეცდეთ ამაში. როგორც გასულ კვირას განვაცხადეთ, თუ ჩინეთი ჩვენს სუვერენიტეტს დაემუქრება, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად. და ჩვენ ეს გავაკეთეთ“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

 

მსგავსი თემები