თბილისის ქუჩებში ორშაბათიდან ქვეითი პატრული გამოჩნდება

ტურისტული ნაკადის ზრდასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში „ტურისტული პატრულის“ მსგავს  ქვეითი პატრულის საჭიროებაზე საუბრობს. მინისტრის განცხადებით,  თბილისში ქვეითი პატრული მალე გამოჩნდება.

„ტურისტების რაოდენობის ზრდა სამართალდამცველი სისტემისთვის დიდი გამოწვევაა, რამეთუ ტურისტების ამხელა „ტრაფიკს“ რისკებიც ახლავს. არსებული მდგომარეობით, განსაზღვრული გვაქვს თბილისში კონკრეტული ლოკაციები და მარშრუტები. ორშაბათიდან საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფის 20 ეკიპაჟი დაიწყებს პატრულირებას ტურისტულ ზონებში და ყოველთვიურად მიემატება 20 ეკიპაჟი. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ასეთი ქვეითი პატრულირების კორპუსი შედგებოდეს 60 ეკიპაჟისგან, რომელმაც სრულად უნდა გააკონტროლოს თბილისში ტურისტული ლოკაციები. ეს გახლავთ მსგავსი ტურისტული პატრულისა, რომელიც მიეხმარება როგორც მართლწესრიგის დაცვას, ასევე, მომსახურებას გაუწევს ტურისტებს, რომლებიც სტუმრობენ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები