,,ძალიან უხერხულია ხელფასიან ბოიკოტში ყოფნა”- ლევან იოსელიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“

,,ძალიან უხერხულია ამ ხელფასიან ბოიკოტში ყოფნა,” -ასე ეხმიანება პარტია „მოქალაქეების“ წევრი, ლევან იოსელიანი „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, პარტია საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

„ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ევროპელები გვეუბნებიან, ეს ერთი. მეორე, ძალიან უხერხულია ამ ხელფასიან ბოიკოტში ყოფნა. თუ უნდათ, რომ უარი თქვან საპარლამენტო ცხოვრებაზე, მაშინ უარი თქვან მანდატებზე და ეს უფრო სწორი და გასაგები იქნება ყველასთვის. თან არაფერი აკეთო ამ შენობაში და თან ყველა პრივილეგიით ისარგებლო ეს მგონი ძალიან უხერხულია“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

მსგავსი თემები