საპარლამენტო საქმიანობას „სტრატეგია აღმაშენებელიც“ წყვეტს

საპარლამენტო საქმიანობას „სტრატეგია აღმაშენებელიც“ წყვეტს. ამის  შესახებ პარტიის წევრმა პაატა მანჯგალაძემ „ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებულ აქციებში მათ მონაწილეობას, როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ იქნება ყველგან, სადაც ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის, ქვეყნის ევროპული მომავლის და უკრაინის მხარდაჭერის საკითხი დადგება.

„ჩვენ ვამბობთ, რომ საჭიროა ერთიანი სამოქმედო გეგმა, კოორდინაცია მაინც ოპოზიციურ პარტიებს შორის, რასაც ჯერ ვერ ვხედავთ, მაგრამ ახლა რა მოცემულობაც არის, გადავდგამთ ამ ნაბიჯს, რომ შევწყვეტთ საპარლამენტო საქმიანობას და შევეცდებით საერთო სამოქმედო გეგმა იყოს. თუ ასეთი გეგმა ვერ ვნახეთ, ვიტოვებთ უფლებას, რომ რასაც საჭიროდ ჩავთვლით, ის გავაკეთოთ,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

 

 

მსგავსი თემები