,,საქართველო, შენ წამართვი ჩემთან ახლოს მყოფი ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი”- ლიზა იასკო

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ლიზა იასკო სოციალურ ქსელში საქართველოს ექსპრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.

„ამ დროშის გვერდით ამდენი ხანი ვცხოვრობდი და ვცხოვრობ, მაგრამ მხოლოდ ახლა მომეჩვენა ეს დროშა სისხლიანი, სისხლით გაჟღენთილი. ეს აქამდე არ დამინახავს.

საქართველო, შენ წამართვი ჩემთან ახლოს მყოფი ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი. შენ ყველაფერი წაიღე, რაც ჩვენი იყო.

მას უკვე სხვა რეალობა აქვს, სუსტადაა, ეს არ არის შენთვის საკმარისი?

დღეს ქართულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი თქვა“, – წერს იასკო სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები