,,რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს”- ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, კრემლში ესმით, რომ უკრაინაში მიზნებს ვერ მიაღწევენ, ამიტომ უკვე მოლაპარაკებებს იხვეწებიან.

„ახლა ცდილობენ გააცნობიერონ, რომ არ აქვთ უნარი მიაღწიონ იმ მიზნებს, რაც დასახეს ჩვენი ქვეყნის ხელში ჩაგდებისთვის. ამიტომ, დღეს ისინი იხვეწებიან. ისინი ახლა დიდ სამუშაოს ატარებენ გარკვეულ ჯგუფებთან, რათა შევიდნენ მოლაპარაკებებში. უკვე ბრაზილია და ვინ აღარ არის ჩართული შუამავლობაში – “მოდით, მოვილაპარაკოთ, რომ როგორმე გადავწყვიტოთ ეს საკითხი”, – განაცხადა დანილოვმა.

დანილოვის თქმით, უკრაინას ოთხი მოთხოვნა აქვს.

„ყველა ჩვენი ტერიტორიის გათავისუფლება, რომელიც ამჟამად დროებით ოკუპირებულია. იმ ადამიანების ტრიბუნალის წინაშე წარდგენა, რომლებმაც დაიწყეს ეს ყველაფერი, რომლებიც კლავენ ბავშვებს, მოხუცებს, ქალებს. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიაა – ეს სავალდებულოა და მეოთხე ფაქტორი არის პასუხისმგებლობა“, – განაცხადა დანილოვმა.

მსგავსი თემები