თურქეთში მიწისძვრის შედეგად 2300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

თურქეთში ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 310-ს გადააჭარბა, დაშავებულია 13 200-ზე მეტი ადამიანი.

6 თებერვალს, გამთენიისას 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ქაჰრამანმარაშთან დაფიქსირდა. ბიძგები იყო თურქეთის ათამდე პროვინციაში, მათ შორის გაზიანთეფში, დიარბაქირში, ადანაში, სანლიურფაში, ჰათაიში, მალათიასა და ქილისში. მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 წუთზე დაფიქსირდა 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქტაის ინფორმაციით, ქვეყანაში დაფიქსირდა 145 განმეორებითი ბიძგი, რომელთა ნაწილის სიმძლავრე 7 მაგნიტუდას აღემატებოდა.

მსგავსი თემები