„მთავარი საპროტესტო ცენტრი იქნება დედაქალაქი“ – ხვალიდან აქციები იწყება

„ნაციონალური მოძრაობს“ საპარლამენტო მუშაობას ეთიშება და ქუჩაში გადის. პირველი საპროტესტო აქცია დღესვე, 23:30 საათზე დაიგეგმა.

„ყველაგან მოგაკითხავთ ის ადამიანები, ვისაც თქვენ ჩაგრავთ და უნგრევთ ევროპულ მომავალს, ყველგან შეგექმნებათ პრობლემა.

ჩვენ ვწყვეტთ საპარლამენტო მუშაობას და იძულებული ვართ ასე მოვიქცეთ. ყოველდღიური პროტესტი და მღელვარება იქნება ჩვენი პასუხის. კონკრეტულ აქტივობას ვიწყებთ დღესვე“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

მსგავსი თემები